საინჟინრო ესთეტიკა
მოდულის საგნები
გალერეა
კონტაქტი
მთავარი/საინჟინრო ესთეტიკა/მოდულის საგნები/გალერეა/კონტაქტი/
მთავარი
"გამძლეობა,სარგებლიანობა და
                    სილამაზე"
             მშენებლობისადმი
           წაყენებული ტრიადა
  ვიტრუვიუსის სენტენციიდან
  "თუ მშენებელმა ააშენა სახლი,
    რომელიც არ არის მდგრადი
   და მტკიცე
,ჩამოინგრა მის მიერ
     აშენებული სახლი
და მოკლა
       პატრონი, მშენებელი იგი
სიკვდილით უნდა იქნეს დასჯილი"
ამონარიდი ანტიკური ხანის
უმკაცრესი სამშენებლო კოდექსიდან (მანუსკრიპტი)
დაცულია პარიზში,ლუვრში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა"მშენებლობა"
მოდული "მშენებლობა და არქიტექტურა"
      სამშობლოზე შეყვარებულ ქართველ კაცს, კაცს ბუნებით
მშენებელს,დღემდე გულს უსერავს ის ფაქტი, რომ ხელი
მოჰკვეთეს ადამიანს, რატომ კარგი აგიგიაო.
     ეს იმ ქართველი კაცის შთამომავალია, ქვეყნის დამანგრეველი
და ამაოხრებელი მურვან ყრუ რომ გაოცებაში მოჰყავდა. მის მიერ
მრავალგზის მიწასთან გასწორებული, აოხრებული ქართული
სოფლები და ქალაქები ყოველი ახალი ლაშქრობის დროს კვლავ
აშენებული  და კიდევ უფრო დამშვენებული რომ ხვდებოდა
     ეს იმ ქართველი კაცის შთამომავალია, ვინც ააგო მცხეთის
ჯვარი და სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი და გელათი, იყალთო
და სიონი, ალავერდი და ბახტრიონი!
     დღეს ამ კაცის შთამომავალნი მოღვაწეობენ მოდულში
"მშენებლობა და არქიტექტურა". მოდულის პროფესურა თავის
ავტორიტეტულ სიტყვას იტყვის ახალგაზრდა საინჟინრო კადრის
მომზადების საქმეში.
     გვჯერა, ამ კაცის შთამომავალნი, მოდულის  სკოლაგავლილნი
ააშენებენ მომავლის ქალაქებს, შენობებს,ნაგებობებს, რომლებიც
"ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც სდუმან სიმღერები და
თქმულებები, როდესაც აღარაფერი ლაპარაკობს დაღუპულ
ხალხზე".